20, აპრილი 2021 17:48:00
სარფის საბაჟოზე, თურქეთის რესპუბლიკიდან, 45 ათას 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. ტვირთი უკან დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად დაექვემდებარა.