21, აპრილი 2021 17:50:00
ახლა კი რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას გაგაცნობთ. ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გაქრდაიცვალა. ინფიცირების კი 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი. გასული დღის სტატისტიკას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, სამედიცინო დაწესებულება 60-მა მოქალაქემ დატოვა. კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ეტაპკზე კი კოვიდკლინიკაში სამკურნალოდ 332 პირი რჩება.