21, აპრილი 2021 17:58:00
ბათუმში, ულამაზესი ხე-მცენარე საკურა აყვავდა. იაპონური ალუბალი დაახლოებით 1თვე ყვავილობს. საკურა იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდაა მიჩნეული. მისი ყვავილობის ულამაზესი ხედების სანახავად, იაპონიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად, მილიონობით ტურისტი ჩადის. ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე 40 ძირი საკურაა დარგული. იაპონური ალუბლის სკვერი 2014 წელს გაშენდა.