29, აპრილი 2021 09:57:00
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა. გარდა ამისა, ავარიის შედეგად დაშავდა 20 წლამდე გოგოც.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.