30, აპრილი 2021 10:25:00
ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობიდან გადადგა. დავით სურგულაძემ, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად, TV25-ი მოვალეობის შემსრულებელს დაუკავშირდა, თუმცა დავით სურგულაძეს მობილური გამორთული აქვს.
ცნობისთვის, სურგულაძე, ამ პოზიციას, ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იკავებდა. ამ უკანასკნელს, თანამდებობა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაატოვებინეს.