05, მაისი 2021 10:25:00
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან.