05, მაისი 2021 17:14:00
20 ათასი ლარიანი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ. ეს, მოსამრთლისთვის, ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუის თავისუფლების სანაცლო შეთავაზებაა. დავით მამისეიშვილმა, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და სოლომონ ცეცხლაძე, ისევ, პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ, გადაწყვეტილება მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის თავიდან აცილების მიზეზით ახსნა. თავად, ბრალდებული, პროცესს დისტანციურად დაესწრო. დღესვე, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, წინასასამართლო დახურულ სხდომაზე, ბრალდებულ ნიკა ტაკიძის საქმე განიხილა. მას 14 წლის ნინისთან სექსუალურ ძალადობას ედავებიან.