05, მაისი 2021 17:37:00
მსოფლიოში კორონავირუსის გავლენის მასშტაბებს ყოველდღიურად ითვლიან. ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად, მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი ხდება. კრიზისულ ვითარებაში, განსაკუთრებით აქტუალური მოსახლეობისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისების მიწოდებაა. სწორედ ამ მიზნით, ბათუმში, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა გუნდი შეიქმნა. ისინი მოქალაქეებს უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას უწევენ და ამ გზით, მათ კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევაში ეხმარებიან.
ყველაფერი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანა, კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძოდა და ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. მომრავლებული პაციენტების დასახმარებლად, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა გუნდი შეიქმნა. 5 კაციანი ჯგუფი მოქალაქეებს, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულის სტრესის დაძლევაში ეხმარებიან. ამ ყველაფერს კი სრულიად უანგაროდ, უფასოდ აკეთებენ. კონსულტაციები სამშაბათობით მიმდინარეობს.
უფასო კონსულტაციით სარგებლობა კოვიდინფიცირებულ მოზარდებსაც შეუძლიათ. ამისათვის, არაერთი აქტივობა შეიმუშავეს. სპეციალისტების განმარტებით, კოვიდ19-მა, ფსიქოსოციალური დახმარების სერვისების საჭიროება, ნათლად გამოკვეთა.
ფსიქოლოგები, კოვიდკლინიკაშიც მიდიან. კერძოდ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ინფიცირებულებთან საუბრის შემდეგ კი, სპეციალურ და მათთვის აუცილებელ კონსულტაციებს ატარებენ. გვიყვებიან, რომ მათგან მზაობაც და ინტერესიც საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, ფსიქოლოგიური კურსი, პაციენტებს, 24 საათიან რეჟიმში მიაწოდონ.
დარგის სპეციალისტებს, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავს სიტუაციაში ურთიერთმხარდაჭერა და ადამიანების გაძლიერება ძალზედ მნიშვნელოვანია. ფსიქოსოციალური დახმარების ამ კურსის ერთ-ერთი მიზანიც, სწორედ ადამიანთა შორის კავშირებისა და სოციალური ურთიერთობების გაძლიერებაა.
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა გუნდში, შეთანხმებულად მუშაობენ. ერთმანეთთან აქტიური კონტაქტის საფუძველზე, მცირე დროში, ასობით კოვიდპაციენტს, საჭირო დახმარება, დროულად მიაწოდეს. თუ თქვენც ხართ კორონავირუსით ინფიცირებული ან უკვე კოვიდგადატანილი მოქალაქე, ასევე, ნებისმიერი პათოლოგიის შემთხვევაში, სურვილისამებრ, უფასო ფსიქოლოგიური კურსის მისაღებად, დარეკეთ ნომერზე - 593 20 93 01.