ქალები ბიზნესში - შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები. COVID19-ის შედეგად, არაერთი პრობლემის წინაშე ბევრი მცირე და საშუალო მეწარმე ქალი დგას. რამდენიმე მათგანს დღეს ჩვენს სიუჟეტშიც ნახავთ. რესპოდენტების ნაწილი გვიყვება, რომ განსაკუთრებით, წარმოებული საქონლის რეალიზება უჭირს. ნაწილს კი, დაბრკოლებას, წერტილოვანი შეზღუდვები უქმნის. ის, რომ პრობლემა მასშტაბურია, ამაზე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის“ ბოლო სტატიკაც მოწმობს.
ია ხვიჩიას, საკუთარი ესთეთიკური ცენტრი აქვს. იგი ამ ბიზნესს ორი წელია უძღვება. ყვება, რომ საკუთარი საქმის დასაწყებად ბევრი შრომა და ენერგია დახარჯა. შედეგიც მალე გამოიღო, მალევე შძეითავსეს სხვადასხვა პროცედურების მიწოდების სერვისიც. იას ბიზნესის აღმასვლას ხელი მალევე პანდემიამ შეუშალა. კორონავირუსის აკრძალვების მიზეზით, ცენტრი დაახლოებით ორი თვე დაკეტილი იყო, რის გამოც ყველაფრის დაწყება ნულიდან მოუხდა. ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული კრისიზის გამო, მომხმარებლებიც დაკარგა, გაუძვირდა მომსახურებისთვის საჭირო პროდუქციაც.
კიდევ ერთი, მეწარმე ქალი, რომელიც პანდემიამ დააზარალა, 30 წლის მალვინა ასამბაძეა. მას ყვავილების მაღაზია აქვს. ამბობს, რომ ეს საქმე მცენარეების სიყვარულმა გადააწყვეტინა. პირველი მაღაზია შვიდი წლის წინ გახსნა, ჰყავდა დამხმარე კონსულტანტებიც. გამართულ საქმიანობაში კრიზისი ერთი წლის წინ დაიწყო. ახალგაზრდა ბიზნესისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები იმდენად დამაზიანებელი აღმოჩნდა, რომ 2 სალონის დაკეტვა მოუხდა. დასაქმებლი თანამშრომლებიც. ვერ შეინარჩუნა. ახლა, შრომატევად საქმეს მარტო აკეთებს. ამბობს, რომ მისი ბიზნესის გადარჩენის გზა არსებული რეგულაციების გაუქმებაა.
ნინო გაბრიაძეც, ერთ-ერთია მათგან, ვისაც რეგულაციების გამო წარმოებული პროდუქციის რეალიზება უჭირს. იგი ჩურჩხელასა და ჩირს ამზადებს, სახელიც შესაბამისი აქვს - „ნინოს მშრალი ხილი“. მეწარმე ქალს, პანდემიის გამო, თანამშრომლების დათხოვნა მოუხდა და ახლა საკუთარ კომპანიაში, მუშის, ბუღალტრისა და მენეჯერის ფუნქციასაც, თავად, ითავსებს. ამბობს, რომ სტარტაპი წარმატებული იყო, თუმცა, პროდუქტებზე ფასების ზრდა მისთვის მეტად წამგებიანი აღმოჩნდა.
პროდუქციის რეალიზება უჭირს ნაზი ხოზრევანიძესაც. მას რამდენიმე წელია სალათის ფოთოლი მოჰყავს. მცირე ფერმერული მეურნეობის დასაწყებად, დიდი შრომა გასწია და თანხებიც სოლიდურად დახარჯა. შედეგი შესაბამისი მიიღო. ბოსტნეული სარეალიზაციოდ უკვე მზად აქვს, თუმცა, პანდემიის გამო მოსავლის რეალიზაციას ვერ ახდენს და ეტაპობრივად ფუჭდება.
ქალი ბიზნესმენებისთვის პანდემია, რომ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, ამაზე, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრშიც“ საუბრობენ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოიკვეთა, რომ პანდემიამ განსაკუთრებული სირთულე, ქალებისთვის, იმ კუთხითაც წარმოქმნა, რომ მათ საოჯახო საქმეები, შვილების მოვლა და პარალელურად ბიზნესის გადარჩენისთვის ბრძოლა, ერთდროულად მოუწიათ.
კველების თანახმად, ქალების ძირითადი ნაწილი მცრე და ვიწრო ბიზნესში გვხვდება. პანდემია კი მათზე, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის შეფერხების კუთხითაც ნეგატიურად აისახა..