06, მაისი 2021 17:33:00
მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. გადმოცემის თანახმად, მას 303 წელს მოკვეთეს თავი. მორწმუნეები წმინდანს, წლის გნმავლობაში, კიდევ ერთხელ, 23 ნოემბერს აღნიშნავენ.