06, მაისი 2021 17:41:00
ბათუმის ბულვარის მოიჯარეები ფართებით წლის ბოლომდე ისარგებლებენ. გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით იქნა მიღებული. პანდემიის გათვალისწინებით, გასული წლის მსგავსად, ბიზნემენებს ფართები პირდაპირი წესით გადაეცემათ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აქამდე არსებული, ყველა პირობა, უცვლელად შენარჩუნდება.