06, მაისი 2021 18:04:00
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული საავადმყოფოების ხელმძღვანელებსა და კლინიკურ კონსულტანტებს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.