07, მაისი 2021 17:44:00
ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში, თვითნებურად შესახლებულ 12 ოჯახს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ხვდება. ჯაბა ფუტკარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა, ფართების დაკანონება ან ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანაა. მოქალაქეები, საკითხით დაინტერესებას, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატებისგანაც ითხოვენ. შეხვედრას ქობულეთის მერიის თანამშრომლებიც ესწრებიან.