07, მაისი 2021 16:10:00
ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გამოვლენის ფაქტზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს. დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 აფთიაქიდან, დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების, ფსიქოტროპული მედიკამენტი იქნა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. დანაშაული 3 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.