14, ივლისი 2017 14:06:00
აჭარაში არსებულ 7 ელექტრო ქვესადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სატრანსფორმატორო ქვესადგურში ტრანსფორმატორები შეიცვალა, ძველი მიწისქვეშა კაბელები კი ახლით ჩანაცვლდა. როგორც „ენერგო -პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტში განაცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ტურისტულ სეზონზე ქსელი მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს და ავარიული გათიშვების ალბათობა მინიმუმამდე დავა. ენერგოკომპანიამ ასევე, დაასრულა აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი.