10, მაისი 2021 17:49:00
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები, 13 კილომეტრიანი მონაკვეთის 11 ხიდზე და ორ გვირაბზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ორ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდება. იგი გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად, არსებული გზა, გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად აჭარის საკურორტო ზონაში სრულად განტვირთავს მოძრაობას. მათივე ცნობით, ეკოლოგიური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 330 მილიონი ლარია.