11, მაისი 2021 16:50:00
საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ფასი სამ ლარს აღემატება. ბენზინი, ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე თვეა ძვირდება. ეკონომისტების შეფასებით, ფასების მატებას სამი ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ: საერთაშორისო ფასები, ლარის გაცვლით კურსი დოლართან მიმართებით და სახელმწიფო გადასახადები. სპეციალისტების პროგნოზით, მიმდინარე ტენდენციები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და საწვავის ფასი, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.