12, მაისი 2021 10:52:00
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 409-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 256 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა, აქედან 27 699 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 576 PCR-ით. დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 433 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 71 570 ადამიანია აცრილი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ია, ბოლო 14 დღის - 5,82%, ბოლო 7 დღის - 5,48%.