12, მაისი 2021 17:29:00
ბოლო, 24 საათში, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის ათას 422 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირბადის ტარების წესი ათას 117-მა პირმა დაარღვია. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეეები, რომლებიც „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს გადაადგილდებოდნენ. უწყება საზოგადოებას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწდებს.