13, მაისი 2021 11:03:00
ტრანსპორტთან ერთად, დღეს სააღდგომო არდადეგების შემდეგ, მუშაობას სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებები იწყებს. შესაბამისად, COVID-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირებაც გრძელდება. ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.
სასწავლებელში ამ დროისთვის ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.