13, მაისი 2021 17:42:00
კორონავირუსმა, რეგიონში, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტატისტიკა კი, ასეთია: აჭარაში, ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი. კლინიკა დატოვა -36-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 4 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 424 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 298 პირი იმყოფება.