13, მაისი 2021 17:47:00
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდეს. მშობლებს, ასევე, რისკჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, სწავლების დისტანციური ფორმა აირჩიონ. სამინისტრო, მოქალაქეებსა და სასკოლო საზოგადოებას, დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.