14, მაისი 2021 12:39:00
წამლები გაძვირდა - მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის ფასი 28 %-ით გაიზარდა. მომატებულია ყველა პირველადი მოხმარების მედიკამენტების ფასიც. მედიკამენტების იმპორტიორები წამლების გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებენ. მეორე ფაქტორი, რამაც მედიკამენტებზე ფასები ზრდა გამოიწვია, იმპორტია. მედიკამენტების უმეტესობა საქართველოში უცხოეთიდან შემოდის, ადგილობრივი ბაზრის ათვისება კი სწორად არ ხდება. ამის გარდა, გასათვალისწინებელია იმ ქვეყნის ვალუტის კურსიც, რომლიდანაც მედიკამენტი შემოდის.