14, მაისი 2021 17:45:00
ხიხანის ციხემდე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა იწყება. ტურისტული საცალფეხო გზა გაფართოვდება, მოეწყობა მოაჯირები, კიბეები და მოსასვენებელი ადგილები. ზღვის დონიდან 2 ათას 236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე, ერთ-ერთი, ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ნაგებობა უნიკალურია, როგორც ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით. ამჟამად, ადგილზე ასვლა, მხოლოდ, მთის აღმართში გაკვალული ბილიკითაა შესაძლებელი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში სახიფათოა.