17, მაისი 2021 12:37:00
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა ბოლო წლების საკმაოდ დიდი გამოწვევაა. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების გამჭვირვალობა, ღიაობა, ანგარიშვალდებულება, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის აზრი და ინტერესი. ამგვარი ჩართულობის ხარისხი შესაძლოა სადაოც იყოს, თუმცა ერთ-ერთ მეთოდს თვითმმართველობების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომაც მიმართა.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, პეტიციის მიღება დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც სურვილი ექნება ამა თუ იმ საკითხის ინცირების და გადაწყვეტის, შეუძლია ხელმოწერები შეგაროვოს და საკანონმდებლო ორგანოს, განხილვებისა და მხარდაჭრისთვის მიმართოს. ამისთვის ერთ კონკრეტულ ინიციატივაზე, მინიმუმ 200 მოქალაქის ხელმოწერაა სავალდებულო. ცხადია, საბჭო ისეთ ინიციატივებზე იმსჯელებს, რომელიც მის კომპეტენციას იქნება მიკუთვნებული.
რას გულისხმობს უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილება და რამდენად გააუმჯობესებს სიახლე ღია მმართველობას, მოლოდინებზე სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ. ლადო მგალობლიშვილია მმართველი გუნდიდან და ვაჟა დარჩია პარტია ლელო საქართველოდან.
თოქშოუ "პოზიცია"
ასევე დაგაინტერესებთ: