სამშაბათი 21, ნოემბერი 2017

"ლამპრების" მოცეკვავეები უკვე საქართველოში არიან

17, ივლისი 2017 17:06:00

საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები უკვე საქართველოში არიან. მათ სარფის სასაზღვრო პუნქტი მშობლებთან, ანსამბლის ხელმძღვანელებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გვიან ღამით გადმოკვეთეს. ზურაბ პატარაძის თქმით, დაშავებული ექვსი პირის მდგომარეობა სტაბილურია. ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად, 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.