17, მაისი 2021 18:48:00
ბიზნესი რეკრეაციული ზონის სანაცვლოდ. კურორტ გოდერძზე ხეებს ჩეხავენ. ამ ეტაპზე 10-მდე ჯანსაღი ნაძვია მოჭრილი. ბიზნესმენის მტკიცებით, ტერიტორია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან, გასულ წელს, აუქციონის წესით, 100 ათას ლარად შეისყიდა. კერძო პირი, ადგილზე, სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. თენგიზ ვარშანიძის თქმით, 505 კვადრატულ მეტრზე, ანუ შეძენილ ტერიტორიაზე, ხის მოჭრის უფლებაც მისცეს. დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მიზეზით ვერ წარმოგვიდგინა, რომ თან არ ჰქონდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხეების მოჭრას მშენებლობის პროექტი განსაზღვრავს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია ამტკიცებს. ამ უკანასკნელში კი ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს გვცემენ. უწყების ცნობით, ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემა, მათი კომპეტენცია არ არის.