17, ივლისი 2017 14:03:00
საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ისტორიაში აბარებენ. რეგისტრაცია დილის რვა საათზე დაიწყო. ბათუმში ერთიანი ეროვნული გამოცდების კურატორის განცხადებით, პირველ სესიაზე რეგისტრაცია 893 აბიტურიენტმა გაიარა, ხოლო 28 არ გამოცხადდა. აბიტურიენტებს დავალებების შესასრულებლად 4 საათი აქვთ. ამ წუთებში აბიტურიენტები მეორე სესიისთვის ემზადებიან. მანუჩარ ლორიას განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.