17, მაისი 2021 18:59:00
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი TV25.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს. ირაკლი თავდგირიძის თქმით, განცხადება უფროსის დაჟინებული მოთხოვნით დაწერა.
ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი ამ გარემოებას ყოფილი პრემიერის მიმართ დაფიქსირებული სიმპათიით ხსნის. ამბობს, რომ გიორგი გახარიას მხარდამჭერი იყო, რის გამოც სამსახური იძულებით დაატოვებინეს.
საკითხზე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში კომენტარი არ გაკეთდა.