17, მაისი 2021 21:59:00
გახარიას მომხრეების გათავისუფლება აჭარაშიც დაიწყო. პირველი, ვინც უფროსის მითითების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, ირაკლი თავდგირიძეა. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსხურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ განცხადება ხელმძღვანელის მოთხოვნით დაწერა. ყოფილი საჯარო მოხელის თქმით, სამსახურში ყველამ იცოდა, რომ იგი ექსპრემიერის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, რაც საბოლოოდ მისი გათავისუფლებით დასრულდა. საკითხზე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში კომენტარი არ გაკეთდა.