ფანჩატურები - ადგილები, რომლებსაც ქალაქში მცხოვრებლები არადანიშნულებისამებრ იყენებენ. საჩრდილებელი კონსტრუქციები, მოქალაქეებისთვის თავშეყრისა და მოლხენის სივრცედ იქცა. ხშირია ბილწსიტყვაობაც, რასაც, მოზარდებიც ისმენენ. პრობლემა რომ მასშტაბურია და რეაგირებას საჭიროებს ღიად ამბობენ ოპოზიციაში. მესამე სექტორში კი, ვითარების გამოსასწორებლად, ხელისფულებას საქნციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
ქეიფი, ღრეობა, სხვადსვა სახის აზარტული თამაშობები, ბილწისტყვაობა და ხშირად, ქუჩური გარჩევებიც. - ალბათ, თითოეული ჩვენთაგანი, ერთხელ მაინც, შეხვედრია მსგავს ქმედებას, ბათუმის უბნებში არსებულ ფანჩატურებში. მოსასვენებელი ადგილების არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტებზე ეს კადრებიც მოწმობს. მოლხენილი სუფრა, მიმოფანტული ნარჩენები და სხვა შემაწუხებელ ფაქტებზე მოქალაქეებსაც აღშფოთებთ.
ფანჩატურები, რომ სულ სხვა მიზნით გამოიყენება, ამას მოქალაქეებიც გვიდასტურებენ. ამბობენ, რომ ყოველ საღამოს, უბანში მცხოვრებლები, ან ალკოჰოლურ სასმელს იღებენ ან აზარტულ თამაშობებით არიან დაკავებული.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პროექტმა, რომელიც უბნებში ფანჩატურების მოწყობას გულისხმობს, არ გაამართლა. მოსასვენებელმა სივრცეებმა, ღრეობისა და თავშეყრის ადგილების დანიშნულება მიიღო, ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნოდარ დუმბაძის თქმით, მოქალქეების მიერ დაზიანებული ფანჩატურების რესტავრაცია, რომელსაც ბათუმის მერია ახდენს, ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია.
მესამე სექტორში ფანჩატურების მონტაჟის მიზნობრიობას ვერ ხედავენ. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა: მოსასვენებელი ადგილების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბვშვებს, რომლების მსგავს ფაქტებს აწყდებიან? „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ მსგავსი სიტუაციები არასრულწლოვანთა მორალურ განვითარებაზე ცუდ გავლენას ახდენს.
რამდენი ფანჩატური შეაკეთა ბათუმის მერიამ და რამდენად ხშირად ზიანდება კონსტრუქციები? მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ მხოლოდ, წელს, ასამდე ფანჩატური გაარემონტეს. ჯაბა ბერიძე, აღნიშნავს იმასაც, რომ ხშირია, ვანდალური ფაქტებიც.
ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიისთვის, გვინდოდა გვეკითხა, თუ რა დანიშნულება აქვს ფანჩატურს და რაში ხედავენ მოსასვენებელი სივრცების მოწყობის მიზნობრიობას? „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „მაცნეს“ კამერებს დაემალნენ და საკითხზე განმარტებები არ გააკეთეს.