ოთხშაბათი 26, ივლისი 2017

სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები

17, ივლისი 2017 14:02:00

კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები  8 ქუჩაზე  მოეწყობა. პროექის მიხედვით,  სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: ბათუმგორის ქუჩა, ზედაღელის ქუჩა, ზედაღელის მეორე შესახვევი, ურეხის  და თოდოგაურის დასახლებები.  სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მეჯინისწყლის დასახლებაშიც. კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დეკემბრში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილინ 541 ათასი ლარია. სამუშაოებს შპს ,,არნაბი“ ასრულებს.


დღის ამბები