18, მაისი 2021 13:59:00
2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა და 18.5 % შეადგინა.ასევე, გასულ წელს, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1% იყო, რაც 1.2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.წინა წელთან შედარებით, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია:
- თბილისში - 3.8%
- ქვემო ქართლში -2.8%
- აჭარის რეგიონებში - 1.1%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.3 პროცენტული პუნქტით.