სამშაბათი 21, ნოემბერი 2017

მარტოხელა დედა სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას ითხოვს

17, ივლისი 2017 14:03:00

თამარის  დასახლებაში მცხოვრები მარტოხელა დედა სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას ითხოვს. ლია ჩხაიძის განცხადებით,  სოციალურ დახმარებას  2015 წლიდან მხოლოდ 7 თვის განმავლობაში ღებულობდა. სტატუსის შეწყვეტის მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ. მას შემდეგ მცირეწლოვან შვილთან და ობოლ ძმისშვილთან ერთად ყოველგვარი შემწეობის გარეშე,  მხოლოდ დედის  მცირეოდენი ფინანსური დახმარებით ცხოვრობს. ამბობს, რომ ქულების განმერებით გადათვლის მიზნით,  შესაბამის სტრუქტურას მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.  ოჯახის პრობლემას დღეს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრები გამოეხმაურნენ ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.