18, მაისი 2021 17:51:00
„TV 25“-ის ახალი ამბების რედაქცია ვაქცინირებულია. „მაცნეს“ გუნდი „სინოფარმით“ აიცრა. ჟურნალისტები თავს კარგად გრძნობენ და მოქალაქეებს, იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმუნიზაციის პროცესში მათი ჩართულობა, საზოგადოებაში, კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ნდობის ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვანია. ვაქცინაციის პროცესში ტელევიზიის თანამშრომლები ეტაპობრივად ჩაერთვებიან.