18, მაისი 2021 17:06:00
კორონავირუსით ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა ამდენივე პაციენტი. კლინიკა დატოვა -48 ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 7 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 422 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 248 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 8 ათას 110 მოქალაქეა აცრილი