18, მაისი 2021 17:40:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით, სამინისტროს მიერ, დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. რეგიონში, სფეროს წარმომადგენლებთან, საპარლამენტო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი.