ოთხშაბათი 20, სექტემბერი 2017

ა/ო „უსინათლოთა ხმა“ აუდიტის სამსახურს მიმართავს

17, ივლისი 2017 14:04:00

ა/ო „უსინათლოთა ხმა“ აუდიტის სამსახურს მიმართავს. ორგანიზაციის წევრები უსინათლოთა კავშირის ქონების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას ითხოვენ.  აინტერესებთ ორგანიზაციას რა ოდენობის შემოსავალი აქვს და რას ხმარდება , უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული შპს „სინათლეს“  შემოსავლები. კავშირის წევრები ვარაუდიბენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ალექსანდრე წეველიძის ინფორმაციით,  თვეში შემოსავლები 60000 ლარს აღწევს , საიდანაც უსინათლოებს მცირე ოდენობა ხმარდება. „უსინათლოთა ხმა“  ტერიტორიაზე გაუმართავ ინფრასტრუქტურასაც უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაციის  წევრები  აუდიტის სამსახურს და ფინანსურ პოლიციას მიმართავენ, რათა დეტალურად შეისწავლონ კავშირის საქმიანობა. ისინი  ზურაბ პატარაძესაც თხოვენ  საკითხით დაინტერესებას.  აღნიშნული საკითხები დღეს უსინათლოთა კავშირის კრებაზე განიხილეს , რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარეც ესწრებოდა.  


დღის ამბები