19, მაისი 2021 12:15:00
გერმანიაში დასასაქმეებლად წასული საქართველოს მოქალაქეები ყურადღებას ითხოვენ. მათი განცხადებით, შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით არასათანადო საცხოვრებელი პირობებში უწევთ ცხოვრება, პრობლემაა კვება , ანაზღაურება სამჯერ ნაკლებია, რაც კონტრაქტში იყო გათვალისწინებული.
100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა.
გერმანიაში დასაქმებულებმა დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ მომხდარა.