19, მაისი 2021 12:53:00
#შენიგულისთვის - მე ვაქცინირებული ვარ! ჩემს გუნდთან ერთად, დღეს სინოფარმის პრეპარატით ავიცერი. გაითვალისწინეთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები. ვაქცინა არის მთავარი იარაღი უხილავ მტერთან საბრძოლველად, სხვა შემთხვევაში პანდემიას ვერ დავასრულებთ. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ პროცესში გვაკისრია. გამარჯობა, ეს არის გადაცემა პოზიცია, რომელსაც მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე წარმოგიდგენთ. დღევანდელ ეთერში სწორედ ვაქცინაციის პროცესში მედიასაშუალებების წარმომადგენელების როლზე გესაუბრებით. ღია ეთერის სტუმრები არიან ნატო გოგელია და თამარ კიკნაძე.