19, მაისი 2021 17:06:00
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს ზაურ ახვლედიანი ჩაანაცვლებს. ინფორმაცია, TV25-ს, მაია ხაჯიშვალმა დაუდასტურა. რატომ დატოვა ალექსანდრე დავითაძემ თანამდებობა? მინისტრმა განაცხადა, რომ ამის შესახებ დავითაძემ განმარტება უკვე გააკეთა. ცნობისთვის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და შესაბამისად, დროის მცირე მონაკვეთში, მისთვის ეს, უკვე, მესამე თანამდებობის ცვლილებაა.