19, მაისი 2021 18:01:00
ბათუმის სანდასუფთავების სამსახური ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის დასუფთავება, სარფიდან ჩაქვის სანაპირომდე, დღეში, ორჯერ განხორციელდება. უწყების ცნობითვე, საჭიროების შემთხვევაში, დაემატება მობილური ჯგუფები.