ოთხშაბათი 20, სექტემბერი 2017

ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის კიდევ ერთი შემთხვევა

17, ივლისი 2017 17:00:00

2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა- ინფორმაციას მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ. მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153


დღის ამბები