სამშაბათი 21, ნოემბერი 2017

იახტკლუბში ჩაძირული გემი გაიყიდა

17, ივლისი 2017 17:01:00

იახტკლუბში ჩაძირული გემი 26 ათას ლარად გაიყიდა. ჯართად ქცეული მცურავი საშუალების გასხვისებას აღსრულების ეროვნული ბიურო ორჯერ  შეეცადა, თუმცა აუქციონი ყველა ჯერზე ჩაშლილად გამოცხადდა. გემი წყალში ნახევრად 2015 წელს ჩაიძირა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, მეპატრონეს, გელა გაბუნიას გემის დგომის საფასურის დავალიანება დაუგროვდა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კი გაბუნიას აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის  84 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. გემის  მეპატრონეს დარჩენილი თანხა კვლავ ვალად დაეკისრება. მისი ტერიტორიიდან გატანის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.