ოთხშაბათი 26, ივლისი 2017

აუქციონის შედეგები

17, ივლისი 2017 17:03:00

კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული ტერიტორია „დარ ბილდინგმა“ 5 მილიონ 800 ათას ლარად იყიდა.  როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე პირობიანი აუქციონით გასხვისდა და მყიდველს 25 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა. ტერიტორია გასხვისებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო, კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს.  აქ 10 წლის წინ „ჭოროხის“  შენობა  იდგა.  სავაჭრო ცენტრის აქციონერებმა თავიანთი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს.  აცხადებენ, რომ ნაგებობა მათი ნებართვის გარეშე დაინგრა, ანაზრაურება კი ამ დრომდე არ მიუღიათ. 


დღის ამბები