ოთხშაბათი 26, ივლისი 2017

სპორტული კომპლექსის პრეზენტაცია

17, ივლისი 2017 17:04:00

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.  ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. დღეს კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 23 ათას კვადრატულ მეტრზე მოწყობილი სპორტული კომპლექსი  3 400 მაყურებელზე  იქნება გათვლილი. შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება და ის ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.  შენობა ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. პროექტი ამავე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობასაც ითვალისწინებს. აქვე იქნება 138 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზიც.  პროექტი  კომპანია „სენსონმა“  მოამზადა. სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.


დღის ამბები