ოთხშაბათი 26, ივლისი 2017

რეფორმა სკოლამდელი აღზრის დაწესებულებებისთვის

17, ივლისი 2017 14:05:00

 რა სიახლეებია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის რეფორმის ფარგლებში - პირველი რეგიონალური შეხვედრა ქობულეთში შედგა. მუნიციპალიტეტებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს რეფორმის შინაარსი ძირეულად გააცნეს. ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ამ რეფორმისა, როგორც შეხევდრაზე აღინიშნა, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევებია. ეს ეხება როგორც თავად სააღმზრდელო დაწესებულების სტანდარტებს კვებასა და ჰიგიენასთან მიმართებაში, ისე ტექნიკურ რეგლამენტს, როგორიცაა მაგალითად შენობის სტანდარტები. ისაუბრეს პედაგოგების გადამზადების აუცილებლობაზე, რომლებიც შშმ ბავშვებთან იმუშავებენ. სახელმძღვანელო დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით დაამუშავა. რეფორმა 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება. პროცესი ითვალისწინებს სკოლკმადელი აღზრდის დაწესებულების შეფასებასა და მონიტორინგს, რომელიც მუნიცილპალიტეტებმა უნდა განახორციელონ. ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში.

 


დღის ამბები