ოთხშაბათი 20, სექტემბერი 2017

ხვალ გაირკვევა მოიმატებს თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი

17, ივლისი 2017 17:09:00

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით,  გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა. თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება. რაც შეეხება გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, ხვალ სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დაადგენს. სწორედ ხვალ გაირკვევა გაუძვირდება თუ არა მომხმარებლებს ბუნებრივი აირის ტარიფი.


დღის ამბები