24, მაისი 2021 13:07:00
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნამახვანჰესის აქციაზე საუბრისას ამბობს, რომ უნდა შემუშავდეს ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია, რაც გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე არ გაკეთდება. კუჭავა ამ დოკუმენტზე მუშაობაში ჩართვისთვის ყველა მხარეს მოუწოდებს.
"მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მოვუსმინოთ, რას ითხოვს ის ხალხი, ვინც აპროტესტებს და მართლა იყო დიდი რაოდენობით შეკრებილი და იყო გარკვეული მოწოდებები, რაც აბსოლუტურად მესმის და ძალიან გულწრფელია.
სანამ ბრიუსელში წავიდოდი, დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი იმ საკთხებთან დაკავშირებით რომ ერთხელ და სამუდამოდ, საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული", - თქვა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.