24, მაისი 2021 17:21:00
სიტყვიერი დაპირისპირება, ბათუმში. კობალაძის ქუჩაზე, არსებულ კორპუსში მცხოვრებლები, მშენებელ კომპანიას „ლამინი ჯი“-ს უპირისპირდებიან. აცხადებენ, რომ პირობები, რომლებიც, პროექტის მიხედვით უნდა ყოფილიყო, რეალობასთან შეუსაბამოა. მათი თქმით, 22-სართულიან კორპუსში ერთი ლიფტი მუშაობს და ისიც გაუმართავია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ რამდენიმე მობინადრე დაშავდა კიდეც. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა, ქუჩაც გადაკეტეს. კომპანიის ხელმძღვანელი პირები კი „მაცნე“-ს კამერებს დაემალნენ. უფრო ვრცლად თემაზე, მთავარ გამოშვებაში გიამბობთ.